სასტუმროს ფანჯრიდან ტელევიზორის გადაგდების პრაქტიკის ისტორიიდან…
როგორც ცნობილია,სასტუმროს ფანჯრიდან ტელევიზორების გადაგდება ძველი როკ-ენ-როლური ტრადიცია გახლავთ და ასეთი უცნაური ტრადიციის დაცვისთ განსაკუთრებით სახელი გაითქვა ისეთი ლეგენდარული ინგლისური როკ-ჯგუფის წევრებმა,როგორიც გახლდათ – „ლედ ზეპელინი”. (ავტორი გენია.ჯი) ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში განთავსებული სასტუმროს – „The Edgewater”-ის ყოფილი ადმინისტრატორი – ჯეიმზ ბლუმი იგონებდა: „1977 წელს ჩვენს სასტუმროში „ლედ ზეპელინის” როკ-ჯგუფის წარმომადგენლები და მენეჯერი დაბინავდნენ. ერთ-ერთ საღამოს მუსიკოსებმა – რობერტ პლანტმა და ჯიმი პეიჯმა სასტუმროს ფანჯრებიდან ტელევიზორების გადაგდება დაიწყეს და თავისებური რეკორდიც კი დაამყარეს: ხუთი გადაგდებული ტელევიზორი. მეორე დილით „ლედ ზეპელინის” მენეჯერმა რიჩარდ კოულმა არა მხოლოდ სასტუმროში ცხოვრების თანხა,არამედ წინა საღამოს ფანჯრებიდან გადაყრილი ტელევიზორების საფასურიც გადაიხადა.თითოეული ტელევიზორი ხუთას ამერიკულ დოლარად შეფასდა,რაც დამატებით – 2 500 ამერიკული დოლარი იყო.მას შემდეგ,რაც მენეჯერი სასტუმროს გასასვლელისაკენ დაიძრა,გაკვირვებულმა,რომელსაც არაფერი მსმენოდა ძველი როკ-ენ-როლური ტრადიციის შესახებ,კოული შევაჩერე და ვკითხე: „მაპატიეთ,მისტერ კოულ. ვფიქრობ,რომ მუსიკოსების მიერ გამოვლენილი ასეთი მეამბოხე საქციელი ნამდვილი სისულელეა. იქნებ ამიხსნათ,რა აზრი დევს ტელევიზორის ფანჯრიდან გადაგდებაში-მეთქი?!” – ჩემი სიტყვებით შეყოვნებულმა მენეჯერმა მრავლისმეტყველად გაიღიმა და მიპასუხა: „ახალგაზრდავ, ცხოვრებაში არსებობს ისეთი რაღაც,რაც მხოლოდ და მხოლოდ თვითონ უნდა გამოსცადოთ”. – ამის ფონზე მან ჯიბიდან ფული ამოიღო,ხუთასი დოლარი გამომიწოდა და მითხრა: „გამომართვი,მეგობარო. გააკეთე ეს „ლედ ზეპელინის” ხარჯზეო”, და უმალვე სასტუმროს გასასვლელს მიაშურა. მე კი ხუთასი დოლარით ხელში დიდი ხნის განმავლობაში ვიდექი გაოგნებული”… – (ავტორი გენია.ჯი)