Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება,შემდეგი,უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად,უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში,სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს,რომელსაც სიბერე ჰქვია,რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხური,იმ პირველ საფეხურზე შემდგარი,სულის შემძვრელად ნორჩი არსება,რომელიც თვითონ იყო ოდესღაც,თუმცა ახლა ისევე გვანან ისინი ერთმანეთს,როგორც თავკომბალა და გომბეშო,ანდა თავთავი და დაობებული პურის ყუა,მაგრამ იცის,რომ ის,პირველ საფეხურზე შემომდგარი და თვითონ,უკანასკნელ საფეხურზე ჩამომჯდარი,ერთი და იგივე არსებაა,ორად გაყოფილი,არა,ორ უკიდურეს წერტილს შორის გაბმული,გაჭიმული,სიმივით,სიმივით კი არა,ჭიაყელასავით,რომელიც სადაცაა გაწყდება,სადღაც,შიგნით,საკუთარ არსებაში და ყველაფერი გათავდება,მაგრამ ერთბაშად კი არ მოკვდება,არამედ ნაწილ-ნაწილ,უფრო ზუსტად – ორჯერ,ჯერ პირველს საფეხურზე,მერე – უკანასკნელზე,ჯერ თავის თავს მოუკვდება და მერე ქვეყანას. ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას,როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი,როცა წესიერად აღარც გვახსოვს,როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სულის კუნჭულში,როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე, და როგორც არ უნდა ვეცადოთ,იმ ნამტვრევებისგან მაინც ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს,როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ იმ ჭურჭლის დანიშნულებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>