გი დე მოპასანი – „ეპიზოდი”

„მე ვხედავ ამბებს,რომლებიც სასაცილოა,სასაცილო, და კიდევ ბევრ რასმე,რაც სამწუხაროა,სამწუხარო; მოკლედ,მთელი ქვეყანა სულელია,სულელი,აქაც,ვით ყველგან”. – წერდა გენიალური ფრანგი მწერალი და თანამედროვე მოთხრობის სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ნოველისტი - ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი (1850-1893 წლები),რომელმაც შესანიშნავი ცურვის ცოდნის მეოხებით 1868 წელს უცილობელი სიკვდილისაგან (ზღვაში დახრჩობისაგან) იხსნა სახელგანთქმული ინგლისელი პოეტი – ალჯერნონ ჩარლზ სუინბიორნი. (ავტორი გენია.ჯი) მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული რეალიზმის კორიფეთა – სტენდალის,ბალზაკისა და ფლობერის მემკვიდრედ ქცეული ლიტერატორი განსაკუთრებით მტრობდა თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებას და ეს მაშინ,როდესაც თავად მუდმივად ტრიალებდა პარიზის „მაღალ” საზოგადოებაში. „სნობისტებს ხელოვანნი და სწავლულნი მიაჩნიათ ინტელექტუალურ მოჯამაგირეებად,რომელთათვისაც ღვთისაგან დაწესებულა დიდკაცთა გართობა და სამსახურიო”, – არ მალავდა თავის აღშფოთებას ფრანგი მწერალი.ის მწერალი,რომელმაც საკუთარი საფლავის ქვაზე ამოსაკვეთი ეპიტაფია თვითონვე დაწერა: „მე ყველაფერს ვგრძნობდი,მაგრამ ვერაფერში ვპოვე სიამოვნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>