რიხარდ ვაგნერი – „ეპიზოდი”
ებრაული ელექტრონული ენციკლოპედია ხაზს უსვამს იმ გარემოებას,რომ ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები) მსოფლმხედველობით – „იუდოფობი” (ებრაელთა მოძულე) იყო და მას ანტისემიტიზმის წინამორბედ პერსონად ახასიათებს. (ავტორი გენია.ჯი) ვაგნერის ანტისემიტური გამოხტომები იმთავითვე დიდ პროტესტს იწვევდა საღად მოაზროვნე საზოგადოებაში.თავის ანტისემიტურ შეხედულებებს კომპოზიტორი „თავისუფალი მოაზროვნის” ფსევდონიმით აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.განსაკუთრებული კრიტიკა რიხარდის მიერ გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა პუბლიკაციამ,სახელწოდებით – „ებრაელობა მუსიკაში” გამოიწვია.აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების გამო გერმანელი კომპოზიტორი თვით ლაიფციგის კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებმაც კი გააკრიტიკეს.ვაგნერის ანტისემიტურ შეხედულებებს მოწმობს ის გარემოებაც,რომ მან კატეგორიული უარი განაცხადა მის მიერ დაწერილი მუსიკალური დრამის (ოპერა) – „პარსიფალის” პრემიერა ებრაული წარმომავლობის მქონე დირიჟორის – გერმან ლევის ხელმძღვანელობით წარმართულიყო.რიხარდი უკანასკნელ მომენტამდე მოითხოვდა იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირიჟორისაგან,რომ იგი ქრისტიანად მონათლულიყო,თუმცა საბოლოო ჯამში,მისგან მაინც ცივი უარი მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)