„ქალი”

„ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა. რაღა თქმა უნდა,ავისა და კარგის გარჩევა იმასაც შეუძლია,მაგრამ ცაში გაჭიმულ წეროებს თავის საქათმეში ჩაბუდებული ქათმები ურჩევნია,მისთვის მთავარი ის არის,რასაც თვალი და ხელი მოეკიდება,მოვლა და პატრონობა სჭირდება. ის ძველს კი არ ანგრევს ახლის შესაქმნელად,არამედ ძველშივე ქმნის ახალს,კაცისაგან განსხვავებით,ყველაფრის თავიდან დაწყებას კი არ ცდილობს,არამედ – გაგრძელებას,რადგან უფრო მძლავრადაა დაკავშირებული მიწასთან,უფრო ენდობა,უფრო სჯერა მიწისა. მიწას მოწყვეტილი ქალი უმწეოა,რადგან სხვა არაფერია იგი,თუ არა მიწისა და მიწიურობის განსახიერება. ქალი,როცა სიყვარულს უხსნიან,მიწას დასცქერის,თითქოს იქ,მიწის დაღარულ სახეში ამოიკითხავს პასუხს,თითქოს სანამ მიწა არ მისცემს ნებას,უფლება არა აქვს,აჰყვეს გულისთქმას. ქალი მიწაზე წვება,როცა უყვარს,ანდა,როცა მშობიარობს, და სადაც არ უნდა დაწვეს იგი,ყველგან შინაა,უფრო სწორედ,სადაც ქალი წევს,იქაა ყველასათვის მარადიული სახლი,იმისთვისაც,ვინც ბრმად,ვნებისმიერ ნეტარებას აყოლილმა ახალი სიცოცხლე უნდა ჩასახოს და იმისთვისაც,ვინც ვნებისმიერი ნეტარების შედეგად ასევე ბრმად უნდა დაიბადოს. დაწოლილი ქალი ღვთაებაა,რადგან უყვარს და უყვარს,რადგან ქმნის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>