იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა,რასაც თან ერთვოდა ავადმყოფობა ციების მწვავე შეტევების თანხლებით,გენიალური გერმანელი მწერალი,პოეტი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები),ეს პედანტი ბერიკაცი,შინაგანად მაინც ახალგაზრდად რჩებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გულჩახვეულმა პოეტმა,რომელიც წლების განმავლობაში მეცნიერულ გულმოდგინებას ჰყავდა დათრგუნული,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მოძალებული ახალგაზრდული ჩვევებით განცვიფრებაში მოიყვანა მეგობრები.ისინი გაოცებული ადევნებდნენ თვალს,თუ როგორ ერთობოდა 74 წლის ასაკში მყოფი გოეთე შუაღამემდე ქალების გარემოცვაში.ამ პირქუშ მოხუცს სულს უშფოთებდა მუსიკა და კლავირზე დაკვრის ხმაზე ცრემლებით თვალები ევსებოდა.იგი გრძნობდა თავისი აღსასრულის მოახლოებას და ამიტომაც,თავისი სული ძველ,მარად უჭკნობ ცთუნებას დაუმორჩილა.მასში კვლავაც გაიღვიძა ქალების საზოგადოებაში ყოფნისას შაირობის,თამაშისა და ოხუნჯობის გუნებამ. „ახალგაზრდა ვერტერის” ავტორი ისევ აცეკვდა ძველებურად და მეგობრების წრეში ძველებურადვე მოჰყვა კვეხნას: „დახეთ,ყველაზე ლამაზი გოგონები სწორედ რომ მე მირჩევენ ცეკვის დროს პარტნიორადო”. – (ავტორი გენია.ჯი)