„დამაკვირდი”
1. „საკუთარი შეურაცხყოფა შეიძლება აპატიო კაცს,მაგრამ ღვთისთვის მიყენებული შეურაცხყოფის პატიების უფლება ვისა აქვს?” – ჰენრიკ სენკევიჩი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ისტორია პატრიოტული მეცნიერებაა. ისტორია,რომელიც პატრიოტს გულს არ უმაგრებს,მის თავმოყვარეობას არ ემსახურება,აწმყოსა თუ მომავალ შრომა-ბრძოლაში მას არ ამხნევებს,ასეთი ისტორია საჭიროც არ არის”. – ნიკო ბერძენიშვილი
* * *
3. „სიფიცხე ნამდვილი ცოდნის უქონლობამ იცის”. – ლორენს სტერნი
* * *
4. „ვერც ერთ ნაწილაკს ვერ ამოაგდებ ისე,რომ საერთო ჰარმონია არ დაარღვიო”. – გი დე მოპასანი
* * *
5. „მხოლოდ ხალხის ბეჩავი,მაგრამ სიმდიდრის გამხრწნელი ზეგავლენით შეუბღალველ შვილებსღა აბადიათ სამშობლოს სიყვარულის გრძნობა და მტრის წინააღმდეგობის უნარი”. – გი დე მოპასანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „დედამიწა მივიწყებულია თავისი შავი დღითა და შავი ბედით, სიღატაკითა და სიცრუით, ძალადობითა და ბაქიობით – ბედშავი, გაძარცვული, განუკითხავი, უპატრონო დედამიწა!” – შტეფან ცვაიგი
* * *
7. „მხოლოდ სიყვარულით,ადამიანობით მიაღწევს ადამიანი უზენაეს ბედნიერებას”. – აკაკი გელოვანი
* * *
8. „ბოროტებას სუსტიც მოიმოქმედს,მაგრამ ვინა სთქვა,რომ ძლიერი მხოლოდ სიკეთეს სთესავს?!” – ოთარ ეგაძე
* * *
9. „ზოგიერთების „ზნეობრივ” სახეს საოცარი ფარისევლობა „სრულქმნის”,რომელიც უბინძურეს გარყვნილობას აფარებს ხოლმე სათნოების ნიღაბს”. – ოთარ ჯინორია
* * *
10. „დიდის მისაღებად მცირედის შეწირვა არის საჭირო”. – არისტოტელე – (ავტორი გენია.ჯი)