რა უპასუხა ლენინს კლარა ცეტკინმა საგანმანათლებლო საკითხის შესახებ?

მეფის რუსეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებიდან რამდენიმე ხანში,საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ფუძემდებელმა და მთავრობის მეთაურმა – ვლადიმერ ლენინმა (1870-1924 წლები) საყოველთაოდ ცნობილ გერმანელ პოლიტიკურ მოღვაწესთან და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის აქტიურ მონაწილესთან - კლარა ცეტკინთან (1857-1933 წლები) ერთ-ერთი შეხვედრის დროს აღნიშნა: „ – ჩვენ ბევრი თავი განვანათლეთ,მაგრამ „ბევრი” მხოლოდ წარსულთან შედარებით,მაშინ გაბატონებული კლასებისა და ხროვის ცოდვებთან შედარებით… (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ,სრულიად ღარიბი. რა თქმა უნდა,ჩვენ ნამდვილ შეუპოვარ ომს ვაწარმოებთ წერა-კითხვის უცოდინარობასთან. ვხსნით ბიბლიოთეკებს, „ქოხსამკითხველოებს” ქალაქებსა და სოფლებში. ვაწყობთ სრულიად სხვადასხვა კურსებს,ვმართავთ კარგ სპექტაკლებსა და კონცერტებს,ვგზავნით ქვეყნის ყველა კუთხეში „მოძრავ გამოფენებს” და „საგანმანათლებლო მატარებლებს”. მაგრამ,ვიმეორებ: რას მოუტანს ეს ქვეყნის მრავალმილიონიან მოსახლეობას,რომელსაც აკლია ელემენტარული ცოდნა. და არა მარტო ცოდნა,არამედ პრიმიტიული კულტურაც კი?”

თავის მხრივ,საბჭოთა ბელადის საპასუხოდ კლარა ცეტკინს ერთობ მრავალმნიშვნელოვნად უთქვამს: „ – არ უნდა ჩიოდეთ ასე მწარედ წერა-კითხვის უცოდინარობაზე,რადგან თქვენ,ბოლშევიკებს,სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა რამდენადმე შეგიმსუბუქად რევოლუციის საქმე. გაუნათლებლობამ და უცოდინარობამ დაიცვა მუშისა და გლეხის ტვინი იმისაგან,რომ ბურჟუაზიული ცნებებითა და შეხედულებებით ყოფილიყო გამოტენილი და დაჩიავებულიყო. თქვენი პროპაგანდა და აგიტაცია ყამირ ნიადაგში ჰყრის ოქროს თესლს. უფრო ადვილია თესვა და მკა იქ,სადაც საჭირო არ არის წინასწარ მთელი პირველყოფილი ტყის ამოძირკვა”.

ლენინი ქალთა უფლებების გერმანელი დამცველი ქალის მახვილგონიერმა პასუხმა მცირეოდენი ხნით ჩააფიქრა, და როდესაც ფიქრიდან გამოერკვა,თავადაც დაეთანხმა მას: „ – ჰო,ეს მართალია. მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ ფარგლებში ან,უფრო სწორად,ჩვენი ბრძოლის განსაზღვრული პერიოდისათვის. წერა-კითხვის უცოდინარობა ეგუებოდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის,ძველი სახელმწიფოს დანგრევის აუცილებლობას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>