დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ადრეულ საუკუნეებში წიგნის შექმნა და გადაწერა ერთობ დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან და სიძნელეებთან იყო დაკავშირებული (ყველაზე სახელგანთქმულ ქართველ გადამწერად დღემდე მიიჩნევა XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე დიდი ქართველი მეცნიერი და კალიგრაფი – დავით რექტორი). გამოჩენილი ქართველი ლიტერატორისა და პუბლიცისტის – პეტრე უმიკაშვილის მიერ მოკვლეული ცნობების თანახმად,სხვა ქვეყნების მსგავსად,წიგნის გადაწერა სქართველოშიც ერთობ ძვირი სიამოვნება იყო. ცნობილია ისიც,რომ ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ქართველ შემკვეთებს ყველაზე ძვირი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების – „ვეფხისტყაოსანის” გადაწერა უჯდებოდათ. თუმცა ისინი „ვეფხისტყაოსანის” გადამწერებთან ანგარიშსწორებას მხოლოდ ფულით არ ახდენდნენ. დაასახელეთ,ფულის გარდა,კიდევ რითი იყო შესაძლებელი გადამწერებთან ანგარიშსწორება? – (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * *

პასუხი: რამდენიმე შინაური მსხვილფეხა პირუტყვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>