გასტონ ლუი ალფრედ ლერუ – „ეპიზოდი”
დეტექტიური ჟანრის დიდოსტატი ფრანგი მწერალი - გასტონ ლუი ალფრედ ლერუ (1868-1927 წლები) ქვეყნიერებას იმ დროს მოევლინა,როდესაც მისი მშობლები ლე-მანიდან ნორმანდიის გზას დაადგნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთი ვერსიის თანახმად,მომავალი ლიტერატორი მატარებელში დაიბადა,მეორე ვერსიის თანახმად კი,იგი იმ სახლში იშვა,რომელიც გასტონის მშობლებს პირველადვე შემოხვდათ გზაში.წლების გასვლის შემდგომ,სახელგანთქმულმა მწერალმა ხანგრძლივი ძებნის შედეგად დაადგინა იმ სახლის მისამართი და ადგილმდებარეობა,რომელშიც დაიბადა. და როდესაც მან იხილა,რომ აღნიშნულ სახლში „დამკრძალავი ბიურო” იყო გახსნილი,თავის დღიურში ერთობ ირონიული სახის მქონე ჩანაწერი გააკეთა: „ვეძებდი სიცოცხლის დასაწყისს და ვიპოვე სიცოცხლის დასასრული უამრავი კუბოს თანხლებით”. – (ავტორი გენია.ჯი)