ლორენს სტერნი წერდა…
„ადამიანს რომ მკერდში მინა ჩაუდგან,როგორც გაქნილი კრიტიკოსი მომუსი გვთავაზობდა, – ამას ალბათ,უწინარეს ყოვლისა,ის ბრიყვული შედეგი მოჰყვებოდა, – რომ ჩვენს შორის ყველაზე ბრძენსა და დარბაისელ კაცს სამარის კარამდე ამ თუ იმ ფასის გაღება მოუწევდა ყოველდღიური ფანჯრის გადასახადის სახით.
მეორე კიდევ ის,რომ თუ ამ მინას ადამიანს მკერდში ჩაუდგამენ ხასიათის შესასწავლად სხვა აღარაფერი იქნება საჭირო გარდა იმისა,რომ აიღოთ სავარძელი,მშვიდად მიიდგათ ახლოს,როგორც გამჭირვალე სკასთან, და შიგ შეიხედოთ, – დაინახოთ ადამიანის სული მთლიანად გაშიშვლებული; – თვალყური ადევნოთ ყოველ მის მოძრაობას, – ყოველ მის საწადელს; – უთვალთვალოთ ყოველ მის ახირებას თავიდან ბოლომდე, – უყუროთ მის ლაღ ნავარდს,მის კუნტრუშს,მის ახუნტრუცებას; შემდეგ კი,რაკი ცოტაოდენ ყურადღებასაც დაუთმობთ მის უფრო თავდაჭერილ,დარბაისლურ მოქცევას,რაც აუცილებლად მოჰყვება ხოლმე ასეთ ნავარდს, – აიღოთ საწერ-კალამი და ქაღალდზე გადაიტანოთ მხოლოდ ის,რაც საკუთარი თვალით იხილეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)