მორის მეტერლინკი – „ეპიზოდი”
1874 წლის სექტემბრის თვეში,ლიტერატურაში მომავალი ნიბელიანტი ბელგიელი მწერალი,დრამატურგი და ფილოსოფოსი - მორის პოლიდორ მარი ბერნარ მეტერლინკი (1862-1949 წლები) მშობლებმა სასწავლებლად იეზუიტთა კოლეჯში მიავლინეს. (ავტორი გენია.ჯი) მდიდარი იურისტების ოჯახში შობილ ყმაწვილს იმთავითვე ლიტერატურა და პოეზია იტაცებდა,თუმცა მას სასწავლებელში მხოლოდ რელიგიურ თემატიკაზე მიძღვნილ ნაშრომებს აცნობდნენ,რაც ძალიან აღიზიანებდა მეტერლინკს.ამას თან ერთვოდა ადმინისტრაციის მიერ კოლეჯში დამყარებული უმკაცრესი დისციპლინა,რაც თავის მხრივ,კიდევ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევდა თავისუფალი ნების მატარებელ მოზარდში.მოგვიანებით,როდესაც საუბარი იეზუიტთა კოლეჯზე ჩამოვარდებოდა,ლიტერატორი ყოველთვის შენიშნავდა,რომ იქ სწავლის პერიოდი „ყველაზე არასასიამოვნო მომენტი იყო მის ცხოვრებაში”.მეტერლინკის უარყოფითი და ერთობ კრიტიკული დამოკიდებულება არა მხოლოდ იეზუიტ სასულიერო პირებზე ვრცელდებოდა,არამედ,ზოგადად,რელიგიაზეც კი.რის გამოც გარდაცვლილი მორის მეტერლინკისათვის ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით წესის აგებაზე რომის კათოლიკურმა ეკლესიამ უარი განაცხადა.შესაბამისად,სახელგანთქმული ბელგიელი ლიტერატორის ცხედარი ყოველგვარი რელიგიური რიტუალის გარეშე იქნა მიწას მიბარებული. – (ავტორი გენია.ჯი)