ევრიპიდე – „ეპიზოდი”

ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ავტორები შენიშნავდნენ,რომ გენიალური ძველ ბერძენი ტრაგიკოსი და დრამატურგი – ევრიპიდე (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები),ბუნებაში განმარტოებისა და სიმშვიდის მოყვარული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) რომის ზეობის პერიოდში კი,მსურველებს კუნძულ სალამინზე,სარონიკოსის ყურის სანაპიროზე განთავსებულ იმ მღვიმეს ათვალიერებინებდნენ,სადაც ყველაზე ხშირად უნახავთ იგი ქალაქის ხმაურიან სივრცეს გარიდებული – განმარტოებული.სახელოვანი ძველ ბერძენი ისტორიკოსისა და ბიოგრაფის – მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემის თანახმად,სიმშვიდისა და განმარტოების მოყვარული დრამატურგის საფლავს მეხი დაცემია,რაც თავის მხრივ,ერთობ დიადის მაუწყებელ ნიშნად მიიჩნეულა ძველი ეპოქის საბერძნეთში.როგორც პლუტარქე შენიშნავდა,ასეთი „პატივი” ღმერთებისაგან ევრიპიდეს გარდა,მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდად ქცეულ სპარტელ კანონმდებელს – ლიკურგეს ხვდომია წილად. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>