რობერტ ფიცროი – „ეპიზოდი”
სინოპტიკის ისტორიაში პირველი ნამდვილი ამინდის პროგნოზი გამოქვეყნებული იქნა შორეულ 1861 წელს „ნისლიანი ალბიონის” დედაქალაქ ლონდონში გამომავალ გაზეთში – „Time”. (ავტორი გენია.ჯი) იგი შეადგინა და გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვიცე-ადმირალმა,მეტეოროლოგიური დეპარტამენტის დამაარსებელმა და მისმა პირველმა ხელმძღვანელმა – რობერტ ფიცროიმ (1805-1865 წლები),რომელიც ცნობისათვის,იმთავითვე აკრიტიკებდა ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის მიერ ჩამოყალიბებულ ევოლუციურ თეორიას. ფიცროისათვის მეცნიერება კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება გახლდათ „წმინდა წერილში” მოყვანილი ფაქტების ნამდვილობისა,რასაც იგი სახელგანთქმული ინგლისელი პოლიმათის – ჯონ გერშელისადმი გაგზავნილ წერილშიც ადასტურებდა – „ასტრონომია და გეოლოგია დამაჯერებელი სახით ამტკიცებს ძველი აღთქმის ღვთიურ წარმომავლობასო”. ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ დავა რობერტ ფიცროიმ ჩარლ დარვინთან ჯერ კიდევ საზღვაო ხომალდის – „ბიგლის” ბორტზე” წამოიწყო 1859 წელს,რა დროსაც ინგლისელი ბუნებისმეტყველის მიერ შემოთავაზებული ახალი სწავლება მკაცრად გააკრიტიკა. – (ავტორი გენია.ჯი)