„სიმართლის ფასი შაურია!”
„ვაი იმისი ბრალი,ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა,ვისაც სიმართლის გასაგებად შაურიანიც არ ემეტება,სიმართლის ფასი შაურია,რადგან არავის არ სჭირდება იგი. ტყუილი კი ჯადოსნური წამალივითაა,თვალებზე გადაისვამ და გათავდა. ისეთ სიზმრებს დაგასიზმრებს,გაღვიძება არ მოგინდება. ამიტომაც ღირს უფრო ძვირი,ორმოცწლიანი სიყრუვე ანდა თხუთმეტწლიანი მუნჯობაა მისი ფასი. ყველანაირი სიმართლე უბრალოა,ცარიელ-ტარიელაა,რაც არის – ის არის,არც მეტი და არც ნაკლები,ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ,ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი,ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება,როგორც ნალისა,რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე,დაასახიჩრებს და გააგიჟებს,ხოლო ფლოქვზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში”. – (ავტორი გენია.ჯი)