ტვიროსელების კრეატიული თავდაცვის იარაღი
თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქის – ტვიროსის შტურმის დროს,გენიალური სამხედრო სტრატეგისა და მხედართმთავრის – ალექსანდრე მაკედონელის დაქვემდებარებაში მყოფი არმიის ჯარისკაცები ერთობ უჩვეულო და კრეატიული თავდაცვის იარაღს გადააწყდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იმ იარაღს,რომელით თვით ადუღებულ ფისზე უარეს ზემოქმედებასაც კი ახდენდა მოალყეების ბრძოლისუნარიანობაზე. იმისათვის,რომ მტრისათვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ,ტვიროსის დამცველნი აგროვებდნენ წვრილ ქვიშას,რომელთაც შემდგომ ცეცხლის გამოყენებით უკიდურეს ზომამდე აცხელებდნენ. საბოლოდ,ამ უკიდურეს ზღვრამდე გახურებულ წვრილ ქვიშას ისინი მტრის მოიერიშეებს აყრიდნენ თავზე ქალაქის გალავნებიდან. თავის მხრივ,გახურებულ წვრილ ქვიშას ძალუძდა უმცირესი ნაწილაკების სახით შეეღწია მოწინააღმდეგეთა ჯავშნებში,რაც თავდამსხმელებს დიდ ტკივილს აყენებდა სხეულზე. იმისათვის,რომ მოიერიშეებს გავარვარებული წვრილი ქვიშის მარცვლებისაგან მიყენებული ტკივილისაგან თავი დაეხსნათ,იძულებული ხდებოდნენ ჯავშანი შემოეხსნათ. ამის შემდგომ კი საქმეში ერთვებოდნენ ტვიროსელი მშვილდოსნები,რომლებისთვისაც უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა ყოველგვარი ჯავშნის გარეშე დარჩენილი მაკედონელი მეომრების ნეიტრალიზება. გარდა ამისა,გავარვარებულ ქვიშას ტვიროსელები მტრის ხომალდების წინააღმდეგაც იყენებდნენ,თუმცა ამ მიზნისათვის აუცილებელი იყო ამინდის ხელშეწყობაც ქარის სახით,რადგან ქარის ქროლვას უნდა უნდა მიეტანა ისინი მოწინააღმდეგის ხის ხომალდებამდე. – (ავტორი გენია.ჯი)