„ივერია” – (ეპიზოდი)
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქართველთა „უგვირგვინო მეფედ” წოდებული ილია ჭავჭავაძის მიერ 1877 წელს დაარსებული ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის – „ივერიის” რედაქცია განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ძველი ხელნაწერებისადმი. (ავტორი გენიუა.ჯი) იგი თავდაუზოგავად იბრძოდა,რათა გაქრობისაგან ეხსნა ისტორიის ავბედითობას გადარჩენილი ერის სულიერი საუნჯე. საქმე იმაში იყო,რომ არცთუ იშვიათად მარილისა და საპნის გასახვევად მოსახლეობა ფართოდ იყენებდა წიგნის ფურცლებს,ნახევრად დანგრეულ ციხე-კოშკებში კი ჩვენდა სამწუხაროდ,უპატრონობისა და მოუვლელობისაგან ლპებოდნენ უნიკალური უძველესი ეტრატები.სწორედ აღნიშნული საკითხის გამო დაარისხა „ივერიის” რედაქციამ გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ზარები:
„ჩვენ ძველ ნაწერ-წიგნებს ვფანტავთ,ვალპობთ და ან სრულიათა ვხევთ და სახვევათა ვხმარობთ იმიტომ,რომ კალა არ წაგვსვლია და ნიშადური. მუქთათ ჩაგვვარდნია ხელში და ასე გვგონია,იმის მოპოვება ასე ადვილი იყოს,როგორც დაბეჭდილი წიგნისა,ესე იგი როგორც დუქანში სავაჭრო ნივტებისა. ეს გაუფრთხილებლობა ბერჯელ უსინდისობამდის მიაღწევს,ასე რომ ფუთობით მეწვრილმანეებზედა ვყიდით,რომელიც ქონის სანთლისა,ლილისა და კევის შესახვევათა ჰფურცლავს მამა-პაპის ნაჭირნახულევსა. რას მოიფიქრებდა იმის გადამწერი,რომელსაც,ვინ იცის,რამდენი დღე და ღამე გაუსწორებია და თვალები გაუწყალებია,რას იფიქრებდა,რომ ერთხელ ეს ჩემი შრომა საძაღლ-ღორო უნდა გახდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)