მიხეილ ლომონოსოვის მელოდრამატიზმად ქცეული ბავშვობა
პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველის,ენციკლოპედისტისა და ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებლის - მიხეილ ლომონოსოვის (1711-1765 წლები) ბავშვობის წლებს შესაძლოა თამამად ვუწოდოთ – მელოდრამატიზმი. (ავტორი გენია.ჯი) ადრეულ პერიოდებში ლომონოსოვოდ წოდებულ სოფელ – მიშანინსკაიაში დაბადებული გენიალური რუსი სწავლულის მოგონებებიდან ირკვევა,რომ ლომონოსოვის მამა – ვასილი დოროფეევიჩი (1681-1741 წლები),რომელიც თეთრი ზღვის სანაპიროებთან მაცხოვრებელი ძველი რუსული მოსახლეობის – პომორების წარმომადგენელი იყო,გაუნათლებელი,თუმცა ერთობ უბრალო და კეთილი ადამიანი ყოფილა.მიხეილს დედა – ელენა სივკოვა ადრეულ პერიოდში,კერძოდ კი, 9 წლის ასაკში ყოფნის ჟამს გარდაეცვალა. დედის ნაადრევად დაკარგვით გამოწვეულ უკიდურეს სასოწარკვეთილებას პატარა ლომონოსოვი წიგნების კითხვითა და მამასთან მუშაობით აყოლებდა გულს. 1721 წელს ლომონოსოვის მამამ მეორედაც იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული ქალი – თეოდორა უსკოვა გახდა. მაგრამ, 1724 წლის ზაფხულში,ქორწინებიდან სულ რაღაც სამიოდე წელიწადში ისიც გარდაიცვალა. მორიგი,რიგით მესამე ქორწინების აქტი ვასილიმ ძალიან გაუნათლებელ,წიგნებისა და ყოველგვარი განათლების მოძულე,ხეპრე და უხიაგ ქვრივ ქალთან – ირინა კორელსკაიასთან გააფორმა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მოზარდი მიხეილის ცხოვრების კიდევ უფრო მელოდრამატიზება. ურჩხულად ქცეული დედინაცვალი თავის პატარა გერს ამაზრზენად ექცეოდა. ამ იდიოტი,ბოროტი და ეჭვიანი ქალის გაშმაგება განსაკუთრებით კულმინაციას მაშინ აღწევდა,როდესაც მიხეილის ხელში წიგნებს დაინახავდა. ხეპრე და გაუთლელი დედინაცვალის გამუდმებულმა ჩხუბმა,გაუთავებელმა დამცირებამ და შეურაცხყოფამ მოზარდი ლომონოსოვი აიძულა ერთ-ერთი ღამით ისე გაპარულიყო მშობლიური სახლიდან,რომ არავის დამშვიდობებოდა. მოსკოვის გზაზე დამდგარმა მიხეილმა სახლიდან ხელთ მხოლოდ და მხოლოდ ორი წიგნი – „გრამატიკა” და „არითემატიკა” გააყოლა და რამდენიმე დღიანი ფეხით სიარულის შემდგომ,გზაში შემთხვევით წამოწეული თევზით მოვაჭრეების ქარავნის დახმარებით დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა მოახერხა. მოახერხა და შემდგომში იქცა კიდეც ერთ-ერთ უდიდეს რუს სწავლულად. – (ავტორი გენია.ჯი)
ვასილი დოროფეევიჩი (მიხეილ ლომონოსოვის მამა)