იცით თუ არა,რომ

1. ქრისტიანულ რელიგიაში მატერიალური კეთილდღეობისა და ფინანსური ოპერაციების მფარველ წმინდანად ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ნიკეის პირველი საეკლესიო კრების მონაწილე, „საკვირველმოქმედად” წოდებული წმინდა მამა – სპირიდონ ტრიმიფუნტელი მიიჩნევა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ათენი – არა მხოლოდ დემოკრატიისა და ოლიმპიური თამაშების,არამედ ფილოსოფიის,ისტორიოგრაფიის,პოლიტიკური მეცნიერების,ტრაგედიის,კომედიისა და მათემატიკური პრინციპების სამშობლოცაა.

* * *

3. მისტიკური თრილერის ლეგენდად ქცეული ამერიკელი მწერალი – სტივენ ედვინ კინგი არასოდეს სარგებლობს მობილური ტელეფონით. მიზეზები,თუ რატომ არ სარგებლობს იგი კომუნიკაციის აღნიშნული საშუალებით,მწერალს ახსნილი აქვს მის მიერ დაწერილ რომანში – „მობილური”.

* * *

4. ყველაზე ახლოდან,დაახლოებით 3 000 კილომეტრი მანძილის სიშორიდან პლანეტა ნეპტუნის ფოტოგადაღება განხორციელებული იქნა ერთადერთხელ,კერძოდ 1989 წლის აგვისტოში ამერიკული კოსმოსური აპარატიდან – „ვოიაჯერ – 2″.

* * *

5. ისტორიაში პირველი და ერთადერთი სახელმწიფო,სადაც პლატინის ძვირფასი ლითონისაგან მოიჭრა მონეტები – რუსეთის იმპერია იყო. ესოდენ ძვირფასი ლითონისაგან მოჭრილი ფული რუსეთის იმპერიაში იმპერატორ – ნიკოლოზ I-ის მმართველობის ჟამს იყო მიმოქცევაში. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. თანამედროვე ეპოქაში სიტყვა „შარლატანი” თაღლითთან ასოცირდება,თუმცა ადრეულ ეპოქებში ამ სიტყვით მაიას ცივილიზაციის ხალხი ექიმებს მოიხსენიებდნენ,რომლებიც თავის მხრივ,დიდ პატივში ჰყავდათ.

* * *

7. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია,რომ მზეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნის დროს ადამიანი ძალიან დიდი რაოდენობით კარგავს D ვიტამინს.

* * *

8. მზის სისტემაში სიდიდით მეორე პლანეტის,გაზის გიგანტის – სატურნის ერთ-ერთ უდიდეს თანამგზავრს წარმოადგენს – ენცელადი. სამეცნიერო წრეებში იგი ცნობილია თავისი გეიზერებით,თუმცა მეცნიერთა ყველაზე დიდ ინტერეს მაინც ის გარემოება იწვევს,რომ ენცელადზე წყალი იქნა აღმოჩენილი თხევად მდგომარეობაში. ეს კი იძლევა სავარაუდო საფუძველს იმისა,რომ მასზე სიცოცხლე არსებობს.

* * *

9. გერმანული ანბანი თავის არსენალში – 25 ასოს შეიცავს,მაგრამ მიუხედავად ამისა,იგი მაინც ერთ-ერთი ურთულესი გრამატიკით გამოირჩევა.

* * *

10. უილიამ შექსპირს დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნე – კიტა აბაშიძე – „გენიოსთა გენიოსს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>