ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
1812 წელს მდინარე მოსკოვის პირას მოპოვებული უმძიმესი გამარჯვების შემდეგ,გენერალთა თანხლებით ნაპოლეონ ბონაპარტმა (1769-1821 წლები) მკვდრებითა და დაჭრილებით მოფენილი ველის დათვალიერება დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში ფრანგ მხედართმთავარს ფრანგული გვარდიის ერთ-ერთი პოლკოვნიკი მიუახლოვდა და ამაყად განუცხადა – „ამ ხევის უკან ყველაზე მტერი განისვენებსო”. ამ სიტყვებმა ყველასდა გასაოცრად იმპერატორს ენით უთქმელი გულისწყომა მოჰგვარა, რაც მას სახეზეც აშკარად გამოეხატა: „ – რას ამბობთ, პოლკოვნიკო, ბრძოლის ველზე მტრები კი არა, მხოლოდ დახოცილი ადამიანებიღა არიან დარჩენილნიო”, – ბრაზით შეუტია მან პოლკოვნიკს. – (ავტორი გენია.ჯი)