„ვექილები”

„ქათქათა პერანგებსა და შავ სერთუკებში გამოწყობილი ვექილები,მერცხლებსა ჰგვანან და მერცხლების მსგავსადვე ჭიკჭიკებენ. აბა,ტყუილად არიან ვექილები? ვექილი იმისაა,თეთრი შავად რომ მოგაჩვენოს,შავი თეთრად. ენა უძვლოა,საითაც გინდა,იქით შეატრიალებ. ხოდა,ისინიც ატრიალებენ და ატრიალებენ არღნის სახელურივით. ესაა მათი ხელობა: სიტყვებით ოინბაზობა,კაცის გაბრიყვება. ხარაზმა რაც არ უნდა ცუდი წუღა შეკეროს,მაინც წუღაა,ჩაიცმევა,ერთ-ორ თვეს თავს გაგატანინებს; რაც არ უნდა კოჭლი სკამი გააკეთოს დურგალმა,რამეს შეუყენებ და მაინც დაიჯდომება ზედ. ესენი კი,თავიანთი გრძელი ენებით ჰაერს ჭრიან და კერავენ,არც ტყავი სჭირდებათ და არც ფიცარი. რაც მოეპრიანებათ,იმას შეაკოწიწებენ ბრიყვი კაცისგან. განავალში რომ იჯდეს ყელამდე,დააჯერებენ – ოქროში ზიხარო; თაგვის გაფაჩუნებისაც რომ ეშინოდეს,გმირობას დააბრალებენ,მაიორის მუნდირი კი გაცვია,მაგრამ,გინდა თუ არა,გენერალი ხარო; ლექსის წერის მეტი რომ არაფერი შეეძლოს,ყუმბარას ასროლინებენ,ხალხისთვის წამებულ რაინდად მონათლავენ და… ციხეში უკრავენ თავს,რადგან თვითონვე დაუდგნენ ვექილებად. მერე კი იცოცხლე-თქო – ილაქლაქებენ,ილაქლაქებენ და ილაქლაქებენ მანამ,სანამ თავფეხიანად არ გაკრეჭენ ხალხისთვის წამებული რაინდის ნათესავებს. კაცი ციხეში,ისინი კი დუქან-დუქან,ფაეტონით,დამკვრელებით!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>