რაში სდებენ ბრალს მილან კუნდერას?
2008 წელს ჩეხური წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ფრანგ მწერალსა და პროზაიკოსს – მილან კუნდერას,რომელმაც სახელი განსაკუთრებით გაითქვა რომანით – „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”,ბრალი დასდეს პოლიციის ინფორმატორობასა და მათთან თანამშრომლობაში,რომელსაც სავარაუდოდ ადგილი უნდა ჰქონოდა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის მძვინვარების ჟამს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,იგი დადანაშაულებული იქნა მისი უახლოესი მეგობრის,ცნობილი ჩეხი დისიდენტის – მიროსლავ დვორჟაჩეკის დაპატიმრების ხელშეწყობაშიც,რის გამოც მიროსლავმა ციხეში 14 წელიწადი დაჰყო. სამშობლოდან საფრანგეთში გაქცეული მწერალი ყოველთვის თავს არიდებდა აღნიშნულ საკითხზე საუბარს და მისდამი წაყენებული საშინელი ბრალდების სინამდვილე არც უარუყვია და არც დაუდასტურებია (ცნობილია ისიც,რომ მილანს უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია ჟუენალისტებისათვის). სამაგიეროდ,კუნდერას დასაცავად გამოვიდნენ ისეთი სახელგანთქმული ლიტერატორები,როგორებიც გახლავან – გაბრიელ გარსია მარკესი, ორჰან ფამუქი, სალმან რუშდი, ჯონ კუტზეე, ნადინ გორდიმერი, ფილიპ როთი და ესპანელი კინოდრამატურგი – ხორხე სემპრუნი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ მილან კუნდერა ოფიციალურად გახლავთ ის ერთადერთი ლიტერატორი-ემიგრანტი ისტორიაში,რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგაც კი არ დაბრუნებია სამშობლოს. ჩეხი მწერლის გარდა,პოლიციის ინფორმატორობაში ასევე თავის დროზე ბრალს სდებდნენ ისეთ ცნობად მწერლებს,როგორებიც იყვნენ ბრიტანელი რომანისტი – ჯორჯ ორუელი, გერმანელი მწერალი – გიუნტერ ვალრაფი, ლიტველი ლიტერატორი – მიკოლას კარჩიაუსკასი და სხვები. – (ავტორი გენია.ჯი)