თომას მანი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი ნობელიანტი მწერლისა და ესეისტის – პაულ თომას მანის (1875-1955 წლები) ოჯახი ერთობ მდიდარი იყო ლიტერატორი ტალანტებით. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,თომასის უფროსი ძმა – ჰაინრიხ მანი,სახელგანთქმულ მწერალს,პროზაიკოსსა და პუბლიცისტს წარმოადგენდა. ხოლო პაულის ექვსი შვილიდან სამი მათგანი, – კლაუსი,ერიკა და გოლო მანები კი,მამისა და ბიძის მსგავსად აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. თუმცა,მანების ოჯახის წევრებს ერთმანეთთან მსგავსება მხოლოდ ლიტერატურული ნიჭით არ გამოარჩევდა. ისინი თვითმკვლელობის მიდრეკილების მხრივაც ძალიან ჰგავდნენ ერთურთს. მაგალითად,სუიციდით დაასრულა სიცოცხლე თომას მანის ორმა დამ – იულიამ და კარლამ. გარდა ამისა,თვითმკვლელბითვე გამოესალმა სიცოცხლეს მწერლის უფროსმა ვაჟმა,მწერალმა – კლაუს მანმაც. – (ავტორი გენია.ჯი)