მიხეილ ვრუბელი – „ეპიზოდი”
1902 წლის 10 თებერვალს გენიალური რუსი მხატვარი და გრაფიკოსი – მიხეილ ვრუბელი (1856-1910 წლები) მანიაკალური ეგზალტაციის დიაგნოზით სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ პირველ ფსიქიატრიულ კლინიკაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ დაწესებულებაში შეყვანის დროს ხელოვანი ძალიან აღელვებული და ფსიქოლოგიური ეიფორიის მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი გამუდმებით გამოთქვამდა მოსაზრებებს საკუთარი სიდიადის შესახებ და მედიკოსებს უმტკიცებდა,რომ იმპერატორი და შესანიშნავი მუსიკოსი გახლდათ, სვამდა მხოლოდ შამპანურს და რომ მისი მელოდიური ხმა მთელი გუნდის ხმის ტოლფასი იყო… მიხეილის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად კრიტიკული გახლდათ,რომ მასთან ოჯახის წევრებსაც კი არ უშვებდნენ. არც მეუღლეს და არც ღვიძლ დას. ცნობილმა რუსმა ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა – ვლადიმერ ბეხტრეევმა ჩატარებული კვლევების,ტესტებისა და ანალიზების საფუძველზე ვრუბელს დიაგნოზად დაუსვა „პროგრესირებადი სუპრანუკლეალური დამბლა” (თავის ტვინის იშვიათი დაავადება) – პათოლოგია,რომელიც გამოწვეული გახლდათ სიფილისისგან. თავად ხელოვანი კი მივიდა ერთობ სამწუხარო დასკვნამდე, – ექიმები მისი ფსიქიკის სიღრმეებსა და სიდიადეს ვერ ჩასწვდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)