ოტო ფონ ბისმარკის შესახებ…
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის პირველ ნახევარში გერმანია ჯერ კიდევ 38 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყო დაქუცმაცებული. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ კი,ყოველი სახელმწიფო გამოსცემდა კანონებს და ინახავდა არმიას. ამ 38 სახელმწიფოდან ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს ჰოჰენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელთა მმართველობის ქვეშ მყოფი პრუსია წარმოადგენდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად გერმანიის პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ნებისმყოფის მქონე პრუსიელი მემამულე – ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წლები). უკიდურესი მონარქისტი და გამჭრიახი გონების პატრონი,დაუნდობელი მტრების მიმართ და მიზნის მისაღწევად არავითარი საშუალებაზე უკან არ დამხევი. მან კარგად უწყოდა,რომ გერმანიის გაერთიანებისათვის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობდა. „გერმანია სიტყვით კი არა,რკინით და სისხლით გაერთიანდებაო”, – არ დაუმალა საკუთარი შეხედულება ბისმარკმა პრუსიის ლანდტაგის (პარლამენტის) დეპუტატებს ერთ-ერთი შეხვედრისას და იქვე დაუმატა: „ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია პრუსია კარგად შეიარაღდესო”. დაიწყო გერმანიის გაერთიანების გზაზე დიდი ბრძოლების გადახდა. პრუსიის და ავსტრიის ჯარებმა ჯერ დანიას წაართვეს ორი პროვინცია – შლეზვიგი და ჰოლშტეინი. შემდეგ ავსტრიის ჯერიც დადგა და ავსტრია დააჩოქა. დაჩოქილ ავსტრიის ამაყ დედაქალაქში პრუსიის მეფეს – ვილჰელმ I-ს ტრიუმფალურად სურდა შესვლა და გეგმავდა,რომ ვენაში თავის ჯარებს ცხენზე ამხედრებული შეძღოლოდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავგამოდებით აღუდგა წინ პრუსიის პირველი მინისტრი – ოტო ფონ ბისმარკი. მან ერთობ გონივრულად გათვალა ის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები,რასაც ავსტრიელების დამცირება მოუტანდა გაერთიანების გზაზე დამდგარ გერმანიას. (ავტორი გენია.ჯი) „რკინის კანცლერად” წოდებულ ბისმარკს არ სურდა შემდგომი ომის დაწყების დროს ზურგში მტერი ჰყოლოდა და დიდი მეცადინეობის შედეგად ავსტრიასთან პრუსიისათვის მისაღებ ზავს მიაღწია,ავსტრიელთა ეროვნული ღირსების შეურაცხყოფისა და ფეხქვეშგათელვის გარეშე. ამჯერად რიგში საფრანგეთი დადგა. დიდი ინტრიგების შედეგად საფრანგეთთან ომის მოსურნე ბისმარკმა „მამლების” ქვეყანა პროვოცირებაზე წამოაგო და 1870 წელს მიზანსაც მიაღწია. ომი დაიყო. სედანში საფრანგეთის 82 ათასიანი არმია გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა იმპერატორ – ნაპოლეონ III-სთან ერთად. ამ უდიდესმა კატასტროფამ საფრანგეთის დედაქალაქისაკენ გზა გაუხსნა პრუსიელ დამპყრობლებს. პარიზი დაეცა. ავსტრიისაგან განსხვავებით,ბისმარკმა ფრანგების ეროვნული გრძნობის შეურაცხყოფა გადაწყვიტა. იმისათვის,რომ ბისმარკს საფრანგეთი დაემცირებინა,გერმანიის გაერთიანება დამარცხებული მტრის ქვეყნის დედაქალაქში გამოაცხადა 1871 წლის 18 იანვარს ფრანგ მეფეთა სამეფო რეზიდენციაში – „ვერსალის სასახლეში”. იქვე აკურთხეს გაერთანებული გერმანიის პირველ იმპერატორად (კაიზერად) – ვილჰელმ I. გარდა ამისა,საფრანგეთის კაპიტულაციამ გერმანიას შესძინა ალზასისა და ლოტარინგიის ქვანახშირით მდიდარი რეგიონები და 5 მილიარდი ფრანკი კონტრიბუცუაც წაჰგლიჯა. გერმანიის გაერთიანება ოტო ფონ ბისმარკის უშუალო ხელმძღვანელობით დასრულდა. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებაში ოტო ფონ ბისმარკი მოვიდა,რომელმაც „რკინის ხელად” წოდებული შიდა თუ გარე რეფორმების შედეგად გერმანია გასაოცარი ტემპებით განავითარა. – (ავტორი გენია.ჯი)