ჯუზეპე გარიბალდი – „ეპიზოდი”
„მხოლოდ სიცივეს და შიმშილს,დღედაღამ სიარულს,ბრძოლას და სიკვდილს ვთავაზობ იმას,ვინც გამომყვება. ვისაც იტალია უყვარს, წამოვიდეს!” – ამ სიტყვით მიმართა იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდავო ლიდერმა და იტალიის ეროვნულმა გმირმა - ჯუზეპე გარიბალდიმ (1807-1882 წლები) თავის მშობელ ერს. (ავტორი გენია.ჯი) ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად იტალია ერთიან ქვეყნად გაერთიანდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. სამშობლოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა კი დასრულდა,მაგრამ ქვეყანაში შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ჩაგრულ ხალხთა უანგარო დამცველი ძალიან უკმაყოფილო დატოვა. იგი ღრმა გულისტკივილით შეჰყურებდა მისი უშუალო ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად გაერთიანებულ იტალიას,სადაც მემამულეები ბატონობდნენ… ამიტომაც წარმოთქვა სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გარიბალდიმ ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვები – „ასეთ იტალიაზე არ ვოცნებობდი ჩემი სიცოცხლეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ჯუზეპე გარიბალდიმ ანდერძად დაიბარა,რომ გარდაცვალების შემდეგ მისთვის წითელი პერანგი ჩაეცმიათ და კუნძულ კაპრერზე დანთებულ კოცონზე დაეწვათ.