რამდენიმე ფაქტი ბიოლოგიიდან…
1. სისხლის გამტარი სისტემა – უძველეს ჭიებთან ერთად გაჩნდა ამქვეყნად. გული მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ,რის გამოც მის როლს ზურგის არტერია ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი) ის არტერია,რომლის კედლებიც რიტმულად იკუმშებოდნენ და სისხლს ძარღვებისაკენ ერეკებოდნენ. პირველი გული ჭიების შთამომავლებთან – ეგრეთ წოდებულ მხარფეხიან ცხოველებთან ერთად იხილა სამყარომ. ისინი ორსაგდულიან ნიჟარებში ცხოვრობდენ და გარეგნულად რომაულ ფარნებს მოგვაგონებენ. ჭიებმა ევოლუციის შედეგად მოლუსკები მოუვლინეს დედამიწას,რომლებსაც ორსაკნიანი გული ჰქონდათ,წინგულითა და პარკუჭით. რაც უფრო ვითარდებოდა ცხოველთა სამყარო,მით უფრო სრულყოფილი ხდებოდა გულიც. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ადამიანის გული ისეთი ძალით გადაისვრის სისხლს არტერიებში,რომ მთელი მისი სხეულის სემორბენასა და სტარტრზე დაბრუნებისათვის მას საშუალოდ ოცი წამი ესაჭიროება.
* * *
3. არტერიებში სისხლი წამში ნახევარ მეტრს გადის, ვენებში ექვს-რვა სანტიმეტრს, კაპილარებში კი სულაც მილიმეტრს.
* * *
4. ერთ სამუშაო დღე-ღამეში ჩვენი გული 270 ცხენის ძალის ტოლ სიმძლავრეს ავითარებს! ყოველ წამში იგი 100 გრამ სისხლს გადაქაჩავს ძარღვებში,დღე-ღამის განმავლობაში კი ათი ათას ლიტრს!
* * *
5. სიცოცხლის სამოცდაათი წლის განმავლობაში გული ორ მილიარდ ექვსას მილიონჯერ იკუმშება და 250 მილიონ ლიტრ სისხლს გადატუმბავს! – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მოზრდილი ადამიანის სისხლში ყოველდღიურად იღუპება და ახლით იცვლება 450 მილიარდი ერითროციტი (სისხლის წითელი უჯრედი,რომელც შეიცავს ჰემოგლობინს), 30 მილიარდი ლეიკოციტი (სისხლის თეთრი უჯრედები) და ოთხას მილიარდზე მეტი – თრომბიციტი (სისხლის ფირფიტები).
* * *
7. საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ბუნებაში აბსოლუტურად სუფთა წყალი,რომელსაც ბიოლოგები „ყოვლისშემძლე გამხსნელს” უწოდებენ, არ გვხვდება. შიგ ყოველთვის რაღაც არის გახსნილი,თუნდაც ძალიან ცოტა რაოდენობით. მაგალითად,წვიმის წვეთი რომ წვიმის წვეთია,ისიც კი არ არის სულ სუფთა. ოცდაათი კილოგრამი წვიმის წყლის აორთქლებისას ერთი გრამი მინერალური მარილების მიღებაა შესაძლებელი.
* * *
8. კაპილარი არსად არ წყდება და არც უეცრად ქრება. იგი თავის მსგავს კაპილარებს უერთდება,ნელ-ნელა მსხვილდება და ვენულად გადაიქცევა. თავის მხრივ,ვენულები ვენებად ერთიანდებიან და სისხლს ისევ გულში აბრუნებენ.
* * *
9. ადამიანის გულის კუნთში არის ანტიგენი (ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება,მაღალმოლეკულური კოლოიდური ნაერთი,უმთავრესად მცენარეული, ბაქტერიული ან ცხოველური ცილა ან ცილის კომპლექსი პოლისაქარიდთან),რომელიც მშენივრად გრძნობს თავს მაიმუნის,ხარის,ქათმის,ზღარბის,ანკარისა და ბაყაყის გულებში.
* * *
10. ადამიანის თმის ანტიგენები ახლოს დგანან რქოსანი და ჩლიქოსანი ცხოველების რქების და ჩლიქების ანტიგენებთან. – (ავტორი გენია.ჯი)