ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რუსი მოგზაური,ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი – ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი (1846-1888 წლები),რომელმაც დიდი წვლილი დაიდო ავსტრალიაში,ოკეანიასა და სამხრეთ აზიაში მაცხოვრებელი ხალხების ადათ-წესებისა და მათი ტრადიციების შესწავლაში, 1871 წელს ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე გადავიდა. (ავტორი გენია.ჯი) პაპუასების სოფელში დროებით შეჩერებულმა მოგზაურმა ერთ საღამოს თავის ქოხთან ბენგალური ცეცხლი დაანთო.ველურებმა ცისფერი ალი რომ დაინახეს,იფიქრეს უცხოელს მთვარის შუქი ჩამოუტანია მთვარიდანო,რის გამოც იგი ზეადაამიანად მიიჩნიეს, და მას იქით მიკლუხო-მაკლაის „კაარამტაბო” – ანუ – „მთვარიდან ჩამოსული” შეარქვეს. – (ავტორი გენია.ჯი)