Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება. ეს ძველი ჭეშმარიტებაა,მაგრამ მაინც არ იცის,რა ამბავია მის თავს. სიბნელიდან სიბნელემდე იმდენად პატარა გზაა,ვერ ასწრებს ამდენის გაგებას,ვერც უნდა გაიგოს. რომ გაიგოს,მართლა გაგიჟდებოდა,ამ მოკლე გზასაც არ გაივლიდა ბოლომდე,შუა გზაში გაოჩნდებოდა სახედარივით,არც წინ,არც უკან,თუმცა,რაც უკანაა,წინაც ისაა,ოღონდ,წინ ბუნებას მიჰყავხარ,ალღოს,გუმანს – უკან გამოსაბრუნებლად კი გონებაა საჭირო და, რაც მთავარია,შენით უნდა გამობრუნდე – დაფიქრდე,გადაწყვიტო და აღასრულო კიდეც. მაგრამ ვინც არ იცის,რა სჭირს,ცხოვრობს თავისთვის,მშვიდად,არხეინად. უმრავლესობას ასე ურჩევნია,ასედაც გიპასუხებს: გაუშვი,ვიცოცხლო და არ ვიცოდეო. ცოცხლობ,მაგრამ არ იცი,რომ ცოცხლობ,რადგან შეგნებულად უარყოფ წარსულსაც და მომავალსაც. ცაში ხარ გამოკიდებული,ნიავი დაგატარებს აქეთ-იქით,ირმის დორბლივით. გონება კი,ვიდრე არის,ყველაფერს იმახსოვრებს. ვერავითარი ჭურჭელი ვერ დაიტევს იმდენს,რამდენის დატევაც ადამიანის გონებას შეუძლია”.