როგორ თევზაობს იაგუარი?

იაგუარი,მელა,კოიოტი,წავი,ენოტი,ვირთაგვა,კატა და მაიმუნი. ესენი გახლავან ის იშვიათი ცხოველები,რომლებიც თავიანთი კუდების საშუალებით იჭერენ თევზებსა და კიბორჩხალებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ცხოველთა შორის კუდით ნადირობის ყველაზე საინტერესო მეთოდი მაინც კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელს – იაგუარს გააჩნია. როგორც ცნობილია,იაგუარს კატისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან განსხვავებით ძალიან უყვარს წყალი.იგი სიამოვნებას განიცდის ცურვით და თევზაობაის შესაშური მეთოდიც გააჩნია: იგი წყალზე გადაკიდულ ხის ტოტებში უსაფრდება თევს,საათობით დარაჯობს მათ და როდესაც კი შესაფერის მომენტს იხელთებს,ბრჭყალებით ამოიტაცებს წყლიდან.

ასეთი ნადირობა განსაკუთრებით ბარაქიანია ხოლმე,თუ იაგუარი რომელიმე ხეხილზეა ჩასაფრებული. მწიფე ხილი წყალში ცვივა და მის ირგვლივ უამრავი თევზი იყრის თავს. ცხოველს ეს კარგად ესმის და, თუ ასეთ ხეს წააწყდება,აუცილებლად ისარგებლებს მისი სამსახურით.

თუ იაგუარი რამდენჯერმე ვერ დაიჭერს თევზს და მხოლოდ დააფრთხობს მას,იგი ეშმაკურ მანევრზე გადადის: ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნდება და გრძელი კუდის წვერს წყალში ჩაუშვებს. თევზებს ეჩვენებათ,რომ ახალი ნაყოფი ჩამოვარდა და ისევ შეიკრიბებიან. ამ დროს კი იაგუარი მოტრიალდება და კვლავაც უხვად იჭერს ნადავლს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>