იცით თუ არა,რომ
1. „პოლარული ქვეყნების ნაპოლეონად” წოდებულმა სახელგანთქმულმა ნორვეგიელმა პოლარეთის მკვლევარმა – რაულ ამუნდსენმა,მის მიერ სამხრეთ პოლუსზე დადგმულ პირველ საცხოვრებელს (კარავს) – „პოლხეიმი” ანუ „პოლარული ბინა” უწოდა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ევროპელმა ბოტანიკოსებმა მწერიჭამია მცენარეების არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად XVII საუკუნის შუა ხანებში მიიღეს. მაშინ,როდესაც კუნძულ მადაგასკარიდან ევროპაში ცოცხალი ბუზიჭერიები ჩამოიტანეს.
* * *
3. დიდი ბრიტანელი ბაქტერიოლოგის – ალექსანდრე ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენას – „ოქროს ერის დასაწყისი” უწოდეს მედიცინაში.
* * *
4. კენგურუსებრი ვირთაგვა არასოდეს სვამს წყალს: იგი მას საკვებიდან მოიპოვებს.
* * *
5. მეცნიერთა გამოანგარიშების თანახმად,დედამიწის ზედაპირზე ერთნახევარი მილიარდი კუბური კილომეტრი წყალია,რომელიც თავის მხრივ, – 1 370 323 000 000 000 000 ტონას იწონის. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ირლანდიელთა ერთ-ერთ საყვარელ კერძს წყალმცენარე – „პორფირა”-სგან ამზადებენ. თუმცა 1990 წელს ქვეყნის მთავრობამ ოკეანის წყლის რადიაქტიული დაშლის პროდუქტებით გაბინძურების გამო თითოეულ ირლანდიელს დღეში მხოლოდ ოცდაათი გრამი პორფირას ჭამის უფლება დართო,რამაც ირლანდიელები ერთობ გაანაწყენა.
* * *
7. ამა თუ იმ მდინარისა და ზღვის დაწვრილებით აღწერა-დახასიათებას – „ლოცია” ეწოდება.
* * *
8. გობის უდაბნოში მობინადრე ორკუზიანი აქლემი ზამთარში 7 დღის განმავლობაში სძლებს წყლის გარეშე არსებობას,უსაჭმელოდ – 10 დღის განმავლობაში. ზაფხულში კი „უდაბნოს ხომალდად” ცნობილ ორკუზიან აქლემს მხოლოდ 3-4 დღის განმავლობაში შეუძლია წყლის გარეშე გაძლება.
* * *
9. დიდი ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი – ჯეიმზ კუკი ირწმუნებოდა,რომ ანტარქტიდა ან საერთოდ არ არსებობს,ან მასთან მიახლოებას ადამიანი ვერასოდეს მოახერხებსო.
* * *
10. პირველი ბიბლიოთეკა თბილისში 1840-იან წლების დასაწყისში დაარსდა. – (ავტორი გენია.ჯი)