მდინარე ტემზა – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში განთავსებული საყოველთაოდ ცნობილი მდინარე – ტემზა,რომელიც თანამედროვე პერიოდში იმდენად დაბინძურებულია,რომ მყვინთავებს მის ფსკერზე საკუთარი ხელის დანახვაც კი უჭირთ,სულ რაღაც სამასიოდე წლის წინ ერთობ გამჭირვალე და სუფთა ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ადრეული ცნობების თანახმად,ლონდონის ხიდებიდან ტემზის ფსკერზე მოფენილი კენჭებისა და წყალმცენარეების დანახვაც კი იყო შესაძლებელი. ცნობილია ისიც,რომ ინგლისის პარლამენტის წევრების ერთ-ერთ საყვარელ თავშესაქცევს იმავე პერიოდში,საპარლამენტო სხდომებს შორის შესვენებაზე ტემზაში ორაგულის დაჭერა წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)