ნიკოლოზ გოგოლი – „სიცილი”
„სიცილი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ღრმაა, ვიდრე ამას ფიქრობენ. – არა ის სიცილი, რომელიც წარმოიშვება დროებითი გაღიზიანებით, ხასიათის ღვარძლიან, ავადმყოფური განწყობილებით, ამასთან არც ის მსუბუქი სიცილი, რომელიც ადამიანთა უსაქმო გართობისათვის და სალაღობოდ არის გამიზნული, – არამედ ის სიცილი, რომელიც მთლიანად აღმოხდება ადამიანის ნათელ ბუნებისაგან, – აღმოხდება იმიტომ, რომ მის ფსკერზე მუდამ მჩქეფარე წყაროა მოთავსებული… არ არიან მართალნი ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სიცილი არ მოქმედებს მათზე, რომელთა წინააღმდეგაც იგი მიმართულია, და გაიძვერა პირველი გაიცინებს სცენაზე გამოყვანილ გაიძვერაზე. გაიძვერას შთამომავალი დიახაც გაიცინებს, მაგრამ თანამედროვე გაიძვერა ვერ გაბედავს მასზე დაცინვას. მას ესმის, რომ ყველაში აღიბეჭდება წარუხოცელი სახე და რომ ერთი მდაბალი ამოძრავება მისი მხრით საკმაოა, რომ ეს სახე მუდმივ შეერქვას მას მეტსახელად. და დაცინვის კი ეშინია მასაც, ვისაც ქვეყნად არაფრის არ ეშინია. არა, გაცინება კეთილი, ნათელი სიცილით შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ღრმა – კეთილ გულს… ცივი სიცილის სიღრმეში შეიძლება მოინახოს მხურვალე ნაპერწკლები მარადი, მძლე სიყვარულია”. – (ავტორი გენია.ჯი)