რა სახელი უწოდა მაქსიმ გორკიმ ნიუ-იორკს?
1906 წელს სახელგანთქმული რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი – მაქსიმ გორკი (1868-1936 წლები) ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია,რა დროსაც სხვა უამრავ ქალაქთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი – ნიუ-იორკიც მოინახულა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წელს კომუნიზმის გამფეტიშებელმა ლიტერატორმა კაპიტალისტური აშშ-ის შესახებ რამდენიმე ნარკვევი და პამფლეტი გამოაქვეყნა,რომლებშიაც განსაკუთრებული სიძულვილით დაასურათა ნიუ-იორკი. მისი პირველი პამფლეტი,სახელწოდებით – „ყვითელი ეშმაკის ქალაქი” მიძღვნილი იქნა სწორედ ნიუ-იორკისადმი. აღნიშნულ პამფლეტში,როგორც თავად სახელწოდებიდან ჩანს,ავტორმა ნიუ-იორკს – „ყვითელი ეშმაკის ქალაქი” უწოდა. პამფლეტის ტექსტში კი გორკი წერდა: „„ყვითელი ეშმაკის ქალაქი” – სრულ სურათს იძლევა იმისა,თუ როგორ არარაობამდეა დასული ადამიანის როლი კაპიტალისტურ ამერიკაში. შეხვალ თუ არა ნიუ-იორკში,ისეთი გრძნობა გეუფლება,თითქოს მოხვდი რკინის და ქვის მუცელში,რომელმაც რამდენიმე მილიონი ადამიანი ჩაყლაპა და მათ ინელებს. ჩემს სიცოცხლეში მე პირველად ვხედავ ასეთ ჯოჯოხეთურ ქალაქს და არასოდეს ადამიანები არ მომჩვენებიან ასე არარად,ასე დამონებულად. შემაძრწუნებელია ადამიანთა ხვედრი „ყვითელი ეშმაკის ქალაქში”,შემაძრწუნებელია მათი მონური ქედმოხრა ოქროს კერპის წინაშე.ადამიანები „ყვითელი ეშმაკის ქალაქის” სახლებში მშვიდად ურიგდებიან ყველაფერს,რაც ანადგურებს ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)