„დამაკვირდი”
1. „ისე როგორც თავისი კარგი თვისებებით ადამიანი დავალებულია საზოგადოებისაგან,ისევე ადამიანის ცუდი მხარეების განვითარება ამ საზოგადოებაზეა დამოკიდებული”. – ნიკოლოზ ჩერნიშევსკი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „საზიზღრობაა საზოგადოებას რომ თავი მოაჩვენო გაბოროტებულად,მაგრამ მე მუხლს მოვიდრეკდი იმ ადამიანის წინაშე,რომელიც გასკდებოდა გულწრფელი გაბოროტებისაგან”. – ნიკოლოზ ნეკრასოვი
* * *
3. „ყოველი ადამიანური ჩემთვის ძვირფასია”. – ივანე ტურგენევი
* * *
4. „პიროვნება მუდამ ფასდება მისი დამოკიდებულებით სამშობლოსადმი”. – ანა ნიკოლაძე
* * *
5. „საზოგადოება მუდამ აპატიებს მწერალს ცუდ წიგნს,მაგრამ არასოდეს არ აპატიებს მას მავნე ხასიათის წიგნს”. – ბესარიონ ბელინსკი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „პარადოქსის ფეიერვერკი ყოველთვის არარა იქნება ჭეშმარიტების ულამაზეს მზესთან,მაგრამ რა შეიძლება იყოს მზეზე უფრო ჩვეულებრივი? გაუმარჯოს მზეს! გაუმარჯოს ყველაფერს,რაც კარგია ყველასათვის!” – ივანე ტურგენევი
* * *
7. „კეთილი მმართველობა შეიძლება მცირე მიწაზე,ხოლო – დიდ მიწებზე კი უნდა უნდა იყოს ძალმომრეობა”. – ჟან-ჟაკ რუსო
* * *
8. „არ შეიძლება „დიდი” ვუწოდოთ ალექსანდრე მაკედონელს იმისათვის,რომ იგი ნახევარი მსოფლიოს გამანადგურებელია”. – ალექსანდრე რადიშევი
* * *
9. „კაცს თუ არ გინდა სინდისის მხილება მოგელოდეს,უარს ვერ ეტყვი შენს გაჭირვებულ მოყვასს,როგორც შეგიძლია ისე დაეხმარო”. – დიმიტრი ყიფიანი
* * *
10. „ჩვენი უბედურება და მწარე განცდები მეტ-ნაკლებად გაუგებრობისა და შეცდომის არშეგნების მიზეზით არის ხოლმე გამოწვეული”. – დიმიტრი ყიფიანი – (ავტორი გენია.ჯი)