როგორ დაუხასიათა რუსეთი დიმიტრი ყიფიანს ინგლისელმა არისტოკრატმა – უკხარტმა?
„რაც კი რამ სიბოროტე ხდება დედამიწის ზურგზე,მიზეზი ერთადერთი – რუსეთი არის.
ოღონდ ყველგან მოიპოვოს მფლობელობა რუსეთმა და ამისათვის არაფერს არ დაზოგავს არც ფულითა და არც ზნეობით; და სხვა სახელმწიფოთა მოწინავე პირთ იმდენად აკლიათ შორსგანმჭვრეტელობა, ან ისე ეხარბებათ რუსული ოქრო,რომ ეყიდვებიან რუსეთს. დარწმუნებით ვიცი,რომ რუსეთის ოქრო ჯამაგირად ეძლევათ ისეთ რეგვენებს,როგორებიც არიან ფრანგების – შატობრიანი,ინგლიელების – პალმერსტონი,გლადსტონი და ყველა,ვინც მთავრობას შეიცავს,ან მთავრობასთან ახლოს დგას.
რუსეთი თავისდღეში არ შეჩერდება,არც უსამართლობის,არც შეუბრალებლობის წინაშე,ოღონდ კი თავისი გულისწადილი განახორციელოს. მე სულ ასე ვლაპარაკობ რუსეთზე ყველგან და ყველას წინაშე,სწორედ ისე,როგორც არა ერთხელ მილაპარაკია სულთანთანაც”. – ასე დაუხასიათა რუსეთი ერთ-ერთმა ინგლისელმა არისტოკრატმა,გვარად – უკხარტმა მასთან ოჯახში სტუმრად მყოფ ქართველთა მიერ „ურჩ რაინდად” წოდებულ დიდ ქართველ მაულიშვილს – დიმიტრი ყიფიანს. – (ავტორი გენია.ჯი0