ფრიდრიხ ენგელსი რომის იმპერიის შესახებ წერდა…
„რომის სახელმწიფო უზარმაზარ,რთულ მანქანად იქცა და მისი დანიშნულება მარტოოდენ ის იყო,რომ ქვეშევრდომებისათვის სისხლი გამოეწოვა… იგი თავის არსებობას იმით ასაბუთებდა,რომ შიგნით წესრიგს იცავდა,ხოლო გარედან ბარბაროსებს იგერიებდა. მაგრამ მისი წესრიგი უარესი იყო,ვიდრე ყველაზე საშინელი უწესრიგობა,ხოლო ბარბაროსებს,რომელთაგანაც მოქალაქეთა დაცვას იგი ვითომდა კისრულობდა,ეს მოქალაქენი მხსნელებად მოელოდნენ. ამიტომ იყო,რომ რომის იმპერიის მიერ დაჩაგრული ტომები „არარომაელები”,ესე იგი,ყველა „ბარბაროსები,გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ და ზათქით და ზარით დაამხეს რომი”. – (ავტორი გენია.ჯი)