პენჩო სლავეიკოვი – „ფული ქვეყნის დედოფალია”
„ფული ქვეყნის დედოფალია. ის არის ყოვლისშემძლე ძალა, ის არყევს მეფეთა ტახტებს, იწვევს ომებს, აზანზარებს დედამიწას, მართავს მსოფლიოს; ფულს შეუძლია სულმდაბალი აღამაღლოს, რეგვენი ბრძნად აქციოს, ხოლო მახინჯი მზეთუნახავად. ფულისათვის პატრიარქები არღვევენ ყოველგვარ კანონს, რათა აამონ მდიდრებს, მღვდელმთავრები ყვლეფენ ხალხს, მოსამართლენი სჯიან უდანაშაულო ადამიანებს, – ფული განაგებს მათ სინდისს, პატიოსნებას, ღირსებას. ქვეყნად ყველაფერი მდიდრებისთვისაა გაჩენილი – ფულიც, პატივიც, ღირსებაც. პირმოთნეები და მლიქვნელები მხოლოდ მათ ელაქუცებიან, მხოლოდ მათთვისაა ღია ცხოვრების კარები. ფულის გარეშე გზას ვერავინ გაიკაფავს ვერც ჭკუა-გონებით, ვერც სილამაზით, ვერც სიკეთითა და მეცნიერებით. ვისაც ჯიბეში ფული არ უდევს, არც ეცხოვრება ამქვეყნად. სულ ერთია,ვინც უნდა იყოს, სიღატაკეში ამოხდება სული. ამიტომაც ვამბობ – „ფული ქვეყნის დედოფალია-თქო”. – (ავტორი გენია.ჯი)