რისთვის დაიმსახურა მძაფრი კრიტიკა ნიკოლოზ გოგოლმა?
1847 წელს უკრაინული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმულმა რუსმა პროზაიკოსმა და დრამატურგმა – ნიკოლოზ გოგოლმა (1809-1852 წლები) გამოაქვეყნა ნაწრმოები – „მეგობრებთან მიმოწერის რჩეული ადგილები”,რომელშიაც ავტორი ბატონყმობასთან და თვითმპყრობელობასთან შერიგების იდეით გამოვიდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,აღნიშნული თხზულების ერთ-ერთ თავში მოყვანილი გახლდათ რუსი გლეხისადმი მიმართული შეურაცხმყოფელი სტრიქონები,რამაც თავის მხრივ,საზოგადოების დიდი რისხვა გამოიწვია.შესაბამისად,გოგოლი საშინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა: მის ქმნილებას „მავნე წიგნის” სტატუსი მიანიჭეს,ხოლო ზემოაღნიშნულ შეურაცხმყოფელ სტრიქონებს კი – „სამარცხვინო სტრიქონები” უწოდეს.სხვათა მსგავსად,ნიკოლოზის წინააღმდეგ გაილაშქრა „ბობოქარ ბესარიონად” წოდებულმა ცნობილმა რუსმა კრიტიკოსმა და ფილოსოფოსმა – ბესარიონ ბელინსკიმ.გოგოლის თხზულებით აღშფოთებულმა ბელინსკიმ ავტორი შემდეგი სახის წერილით გააკრიტიკა: „თქვენ,როგორც მე ვატყობ,კარგად ვერ გაგიგიათ რუსული საზოგადოება.მისი ხასიათი განისაზღვრება რუსული ცხოვრებით,რომელშიც დუღს და გადმოსჩქეფს ახალი ძალები,მაგრამ ამ ძალებს ბორკავს მძიმე ჩაგვრა… მხოლოდ ლიტერატურაში,მიუხედავად თათრული ცენზურისა,არის კიდევ სიცოცხლე და წინსვლა.აი,რატომ არის ჩვენში მწერლის წოდება ესოდენ საპატიო… საზოგადოება ხედავს რუს მწერლებში თავის ერთადერთ ბელადებს,დამცველებს და მხსნელებს რუსული თვითმპყრობელობისაგან… და ამიტომ მუდამ აპატიებს მწერალს ცუდ წიგნს,მაგრამ არასოდეს არ აპატიებს მას მავნე ხასიათის წიგნს.ეს გვიჩვენებსწ თუ რამდენად… ჯანსაღი ალღო აქვს ჩვენს საზოგადოებას,გვიჩვენებს,რომ მას აქვს მომავალი…
შეუძლებელია! ან თქვენ ავად ხართ და უნდა იმკურნალოთ,ან კიდევ… ვერ ვბედავ დავამთავრო ჩემი აზრი! მათრახის მქადაგებელო,უმეცრების მოციქულო,ობსკურანტიზმისა და შავბნელი წყვდიადის ქომაგო,თათრულ ზნე-ჩვეულებათა პანეგირისტო, – რას სჩადიხართ,დაიხედეთ წინ,თქვენ უფსკრულის პირას დგახართ!
…და თუ თქვენ რუსეთი გიყვართ,ჩემთან ერთად გაიხარეთ თქვენი წიგნის დამარცხებით!” – (ავტორი გენია.ჯი)
ბესარიონ ბელინსკი