„დამაკვირდი”
1. „თუ გინდა იყო თავისუფალი,სხვისთვისაც უნდა გსურდეს თავისუფლება”. – ლუბენ ყარაველოვი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „შესანიშნავია იარაღი,როცა ის ამოწვდილია კეთილი მიზნისათვის”. – უილიამ შექსპირი
* * *
3. „რა კარგია,როცა არსებობს ისეთი თვალები,რომელშიც შეიძლება ამოიკითხო ყველაფერი,რაზეც ფიქრობს ადამიანი”. – ვერიკო ანჯაფარიძე
* * *
4. „გული უნდა იტევდეს დიდ სიყვარულს; ხოლო ტვინს სჭირდება მუდმივი წვრთნა”. – ვერიკო ანჯაფარიძე
* * *
5. „მხოლოდ ადამიანი ამაღლდა იმ დონემდე,რომ თავისი როლი ღირსეულად შეასრულოს ცხოვრების ფარდის დახურვის წინ”. – გერონტი ქიქოძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ჩვენ ჯერ ვწერთ უბრალოდ და ცუდად,შემდეგ – რთულად და ცუდად,მერე – რთულად და კარგად, და საბოლოოდ – უბრალოდ და კარგად”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე მწერლების შესახებ
* * *
7. „ყოველი დრო ადამიანს რაღაც ახალს სძენს”. – ვახტანგ ჭელიძე
* * *
8. „კაცმა ყოველი მოვალეობის კისრვის წინათ უნდა დამჯდარის ჭკუით და გონებით გასაჯოს,შეუძლიან ამ მოვალეობის ასრულება თუ არა? იმას ყოველთვის სახეში უნდა ჰქონდეს როგორც თავისი ინტერესი,ისრე მომეტებულად სხვისა”. – ვანო მაჩაბელი
* * *
9. „როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი და ჩემს ცხოვრებას თვალს გადავავლებდი,მწვავედ ვგრძნობდი სულიერ მარტოხელობას.ასე დავრჩი ჩემი ცხოვრების ბოლომდე,თითქო „სულით ობოლი”. – შალვა დადიანი
* * *
10. „ამბობენ,გენიოსები არ იკარგებიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)