Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„სიმდიდრე თავისთავად დიდი სიკეთეა და გასაკიცხი და დასაცინი სულაც არ არის. გასაკიცხი უშრომლად,უპატიოსნოდ,სხვისთვის წაგლეჯით მოხვეჭილი სიმდიდრეა; და დასაცინიც მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს სიმდიდრის მფლობელი,როცა ამ სიმდიდრის ფასი არ იცის და, უძვირფასესი განძის პატრონს,თავი მაინც არაფრის მქონებელი ჰქონია.
არის კიდევ ერთი კატეგორია: ვინც თითქოს იცის კიდეც თავისი სიმდიდრის ფასი და არც იცის,რადგან ან ზედმეტი თავმდაბლობით,ან უცოდინარობით,ან სხვა რამ მიზეზით ვერ მოუხმარია. მოუხმარებელ სიმდიდრეს კი ფასი არა აქვს – გინდა გქონია,გინდა არა”. – (ავტორი გენია.ჯი)