დავით კლდიაშვილი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქართული კლასიკური მხატვრული პროზის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი – დავით კლდიაშვილი (1862-1931 წლები),მხურვალედ ექომაგებოდა უკუღმართი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილების მიერ ულმობლად გათელილსა და აბუჩად აგდებულ ადამიანობას,რასაც თავის მხრივ გულის სიღრმემდე შემძვრელი ძალით ამხელდა თავის უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებებში. (ავტორი გენია.ჯი) დავითის ვაჟისა და მისი ბიოგრაფის – სერგო კლდიაშვილის გადმოცემის თანახმად,ერთხელ თურმე მწერლისათვის უთხოვიათ დაეწერა თავისი შემოქმედებითი გამოცდილების შესახებ,თუ როგორ ქმნიდა ლიტერატორი მის ბელეტრისტულ და დრამატურგიულ ნაწარმოებებს,რაზეც კლდიაშვილს ერთმნიშვნელოვნად უპასუხნია: „ – რა ვიცი მე,როგორ ვწერდი,გული მტკიოდა და ვწერდი,სულ ეს იყო და ესო”. – (ავტორი გენია.ჯი)