სტენდალი – „ეპიზოდი”

მოიპოვება ცნობები იმის შესახებ,რომ „მომავლის მწერლად” წოდებულ გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს – ანრი მარი ბეილის (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალს,ეგრეთ წოდებული – „ოიდიპოსის კომპლექსი” სტანჯავდა (გაუთვიცნობიერებელი სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლისადმი და ამბივალენტური გრძნობები იმავე სქესის მშობლისადმი). (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ საშინელი კომპლექსის ზეგავლენას მიიჩნევენ მწერლის ბიოგრაფები იმის უმთავრეს მიზეზად,რომ სტენდალს ბავშვობიდანვე უსაზღვროდ უყვარდა დედა და უსაზღვროდვე სძულდა მამა.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ „ოიდიპოსის კომპლექსი” ბეილიმ პირველად სააშკარაოზე თავის ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ ქმნილებაში – „ანრი ბრუილარის ცხოვრება”-ში გამოიტანა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მაშინ როდესაც სტენდალის მამა – შერიუბენ ბეილი გარდაიცვალა,სტენდალი განუსაზღვრელმა სიხარულმა მოიცვა.ამ სიხარულის დამალვა ფრანგმა ლიტერატორმა სხვათა წინაშეც კი ვერ შესძლო.ამას ადასტურებს თავად სტენდალის სიტყვებიც – „მამის სიკვდილი რომ შევიტყვე მთელი თვე ვცდილობდი სინანულის გრძნობა გამოეწვია ამ ფაქტს ჩემში,მაგრამ ეს ვერაფრით შევძელიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>