რა პასუხი გასცა ავაზაკმა არაბეთის ხალიფატის მბრძანებელ ალ-მანსურს?

აბასიანთა დინასტიის ხალიფამ – აბუ ჯაფარ აბდ ალ-ლაჰ იბნ-მუჰამად ალ-მანსურმა (705-775 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება თანამედროვე ერაყის დედაქალაქის – ბაღდადის დაარსება,ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ძებნის შედეგად,როგორც იქნა ტყვედ ჩაიგდო იმ პერიოდისათვის საყოველთაოდ ცნობილი არაბი ავაზაკი – იბნ ემინი,რომელიც შიშის ზარს სცემდა ხალიფატის მოსახლეობას. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილით დასჯის წინ ველური უდაბნოს ეს მრისხანე შვილი ალ-მანსურს მიჰგვარეს. ავაზაკზე განრისხებულმა მბრძანებელმა იბნ-ემინს – „სისხლისმსმელი ავაზაკი”, „მეამბოხე შაითანი” და სხვა მრავალი შეურაცხმყოფელი სიტყვა უწოდა. სულით უდრეკმა და უშიშარმა არაბმა ავაზაკმა კი საპასუხოდ ალ-მანსურს ერთობ ნიშანდობლივი პასუხი გასცა: „მართალია,რომ მე ავაზაკი ვარ,მაგრამ ყველაზე უფრო დიდი ავაზაკი თავად ბრძანდებით; მე ვანგრევ ქოხებს,თქვენ კი სახელმწიფოებს; მე თავს ვესხმი ქარავნებს,თქვენ კი სახელმწიფოებს; და ამიტომაც სრულიად მართებულად მივიჩნევ,რომ ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ერთადერთია – მასშტაბები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>