„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„არსებობს შემდეგი სახის დიპლომატიური პრინციპი: ყველას დაეთანხმე ყველაფერში,მაგრამ იმოქმედე ისე,როგორც თვითონ გსურს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თანამედროვე საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობილების პირობებში ღატაკი მუდამ მონა იქნება,ხოლო მონა – ღატაკი”.
* * *
„ადამიანი,უპირველეს ყოვლისა,იმაზე ფიქრობს,რომ უზრუნველჰყოს თავისი მატერიალური კეთილდღეობა,ხოლო შემდეგ ებადება სურვილი თავისი ნიჭის განვითარებისა. მშიერი კაცი არ ფიქრობს სოლომონის ტაძარზე,მწყურვალი არ ფიქრობს სულის უკვდავებაზე”.
* * *
„ტირანებს მუდმივად ჰქონდათ სურვილი ჩაეხშოთ გონების დაუმორჩილებელი ძალა,ჭეშმარიტება,აზრის წინსვლა. დედამიწაზე უკვდავების მოსასპობად სწორედ მათ მოიგონეს: ჯვარცმა და ეკლის გვირგვინი – ქრისტესთვის, კლდე – პრომეთესათვის, საწამლავი – სოკრატესათვის, ბორკილები – კოლუმბისთვის, კოცონი – იან ჰუსისთვის”.
* * *
„ვინც შეეწირა თავისუფლებას,იგი არ კვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ იცის,რას ვიპოვით საიქიოს?!”
* * *
„არაფერი ისე გადამდები არაა,როგორც მოწყენილობა”.
* * *
„ადამიანმა,რომელსაც განზრახული აქვს ყველა დანარჩენზე მაღლა დადგეს,არ უნდა გამოამჟღავნოს,რომ მათგან არაფრით განსხვავდება”.
* * *
„არსებობენ ადამიანები,რომლებიც გამძაფრებული პატივმოყვარეობის გრძნობის გამო მზად არიან ჩაიდინონ როგორიც გნებავთ,ისეთი უხამსობა,საზიზღრობა,ყველაფერი”…
* * *
„ნუ დაივიწყებთ,რომ თვალი უზენაესი მართლმსაჯულებისა მუდამ ხედავს ჩვენს ცოდვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)