„დიშ-ხაკი”

ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ბულგარეთში ოკუპანტებმა ერთი ფრიად უჩვეულო სახის მქონე გადასახადი დააწესეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გადასახადის სახელწოდება გახლდათ – „დიშ-ხაკი”,იგივე – „დიშპარასი”. ამ ფრიად უცნაური და ცინიზმით აღსავსე გადასახადის არსი შემდეგში მდგომარეობდა: ნებისმიერ ოსმალოს უფლება გააჩნდა მოურიდებლად შეჭრილიყო ყმად ქცეული ბულგარელის ოჯახში,უსასყიდლოდ მიერთვა მასთან საჭმელ-სასმელი და თან მოეთხოვა და მიეღო გადასახადი ჯარიმა,აქაოდა თქვენი საჭმელის ჭამაში – კბილები გავცვითეო. გარდა ამისა,ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვალდებული იყო,ვიდრე ბაშიბუზუკი მათთან ისვენებდა,მისი ფეხსაცმელები ცხენივით „ესეირნებინა” ეზოში თასმებით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>