იცით თუ არა,რომ
1. რომის საღვთო იმპერიის ესპანური წარმომავლობის მქონე იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან – კარლ V ამბობდა,რომ გერმანულად მხოლოდ საკუთარ ცხენებს ელაპარაკებოდა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ იმ ეპოქაში გერმანელ თავადაზნაურობასა და ინტელექტუალებსაც კი ერცხვინებოდათ გერმანულ ენაზე საუბარი და უპირატესობას ლათინურს ანიჭებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. პირველი ქართველი მწერალი,რომელსაც „საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მწერლის” საპატიო წოდება მიენიჭა, „სამანიშვილის დედინაცვალი”-ს ავტორი – დავით კლდიაშვილი გახლდათ.
* * *
3. „ბულგარული ლიტერატურის პატრიარქი”. – ასე მოიხსენიებენ დღემდე დიდ ბულგარელ მწერალსა და გულმხურვალე მამულიშვილს – ივანე ვაზოვს თანამემამულეები.
* * *
4. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ,თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ დაკებზე გამარჯვება რომის იმპერატორმა – მარკუს ულპიუს ტრაიანემ გრანდიოზული ზეიმით აღნიშნა,რომელიც 123 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
* * *
5. პირველი ცდები სლავების გაქრიატიანებისა გერმანელ მისიონერებს ეკუთვნით,მაგრამ მათი ქადაგებანი,რაც სლავებისათვის გაუგებარ ენაზე წარმოებდა,ვერ ახდენდა მათზე დიდ გავლენას. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სულ ბუნებაში 79 სახეობის მქონე მერცხალი ბინადრობს.
* * *
7. XVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერია ყველაზე უფრო ვრცელი,სულ მცირე 8 000 მილზე გადაჭიმული სახელმწიფო იყო მსოფლიოში. მის შემადგენლობაში შედიოდა მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული,უნგრეთის მთელი სამხრეთი ნაწილი პეშტამდე,არქიპელაგის თითქმის ყველა კუნძული,კუნძული კვიპროსი,ეგვიპტე და აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები – ალჟირი,ტუნისი და ტრიპოლი,მთელი არაბეთი,სირია,ტრაპეზუნი,თავზირი,საქართველოს ნაწილი,ყირიმი. იგი გადაჭიმული იყო ინდოეთის და კასპიის სანაპიროებიდან გიბრალტარამდე და ეგვიპტის უდაბნოებიდან ევროპის ცენტრამდე.
* * *
8. გენიალური ფრანგი პოეტი – შარლ პიერ ბოდლერი შიშობდა,ვაითუ სიკვდილიც კვდებაო. და ძრწოლას ჰგვრიდა ფიქრი იმის შესახებ,რომ სიკვდილი იქნებ მარადიული არარაობა კი არ არის,არამედ ახალი ფორმა არსებობისაო.
* * *
9. „არ ვარ ობოლი,ვიდრე ეს ადამიანი ცოცოხლობს!” – ასე წამოიძახა მაქსიმ გორკიმ,როდესაც შემთხვევით გადააწყდა შთამაგონებელ სურათს: ლევ ტოლსტოის,დაფიქრებით მდგომს ზღვის სტიქიონის წინაშე. მოგვიანებით კი,როდესაც გორკიმ ტოლსტოის გარდაცვალების შესახებ შეიტყო ინფორმაცია,თავის დღიურში ღრმა სინანულით ჩაწერა: „აი ახლა კი ვგრძნობ თავს ობლად… არასოდეს ცხოვრებაში არ მიტირია ასე უნუგეშოდ”…
* * *
10. სრულიად რუსეთის იმპერატორმა – ეკატერინე II დიდმა გლეხთა ომის წინამძღოლის – ემელიანე პუგაჩოვის მიერ მოწყობილ აჯანყებას – „პოლიტიკური შავი ჭირი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)