იბერები – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით III – ახ.წ.აღ-ით VI საუკუნეებში აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფოს – იბერიის სამეფოსა და მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებების შესახებ ეჭვმიუტანელი ცნობების გადმოცემით განსაკუთრებით ბერძნული მწერლობა გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სტრაბონი, აპოლოდორი,პლატონი,,არისტოტელე და სხვანი… აი,იმ სახელოვან ადამიანთა არასრული სია,რომლებმაც თავიანთ ნაშრომებში მეტად საინტერესო ცნობები მოგვაწოდეს იბერიის სამეფოს მკვიდრთა შესახებ. პლატონი იბერებს იმ „მეომარ ხალხთა” შორის მოიხსენიებდა,რომლებიც უწყლო ღვინის სმით გამოირჩეოდნენ. არისტოტელე კი გადმოგვცემდა,რომ იბერების მეომარი სალხი საფლავის გარშემო იმდენ სარს არჭობდა ხოლმე,რამდენიც მტერი ჰყავდა მოკლული მიცვალებულსო. – (ავტორი გენია.ჯი)