რა სიტყვით გაკიცხა ქართლის კათალიკოსმა – ეტიფანემ ანისის სამღვდელოება?
1218 წლის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი გვაუწყებს,რომ აღნიშნულ პერიოდში,ანუ გიორგი IV ლაშას მეფობის ჟამს,ანისში ადგილობრივმა სამღვდელოებამ საწმყსოსათვის საეკლესიო მისაცემელი საგრძნობლად გააძვირაო. (ავტორი გენია.ჯი) იგივე წყარო ირწმუნება,რომ მარტო დამარხვისათვის ან ჯვრისწერისათვის სასულიერო პირები 100 დრამას ითხოვდნენ; დაახლოებით სამჯერ იმაზე მეტს,რაც დაკანონებული იყო. ერთხანს მრევლმა მოთმინება შეინარჩუნა,მერე წუწუნს მოჰყვა,საყვედურები გაახშირა,მაგრამ რაკიღა მღვდლებმა ყურად არ იღეს მათი თხოვნა და ჩუმი პროტესტი,სასულიერო პირებსა და მრევლს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. საქმე იქამდეც კი მისულა,რომ ზოგიერთ ეკლესიაში ხალხი სულ აღარ მიდიოდა წირვა-ლოცვაზე,ზოგან კი განაწყენებული ხუცესი ამბობდა უარს თავის მოვალეობის აღსრულებაზე ღვთისა და ერის წინაშე. ეს უსიამო ამბავი იმდენად გახმაურდა,რომ ინფორმაციამ ქართლის კათალიკოსის ყურამდეც მიაღწია.
და, აი, ანისში 1218 წელს თვით კათალიკოსი ეტიფანე ჩავიდა. იგი ღრმად გაეცნო საქმეს და კარგად დაადგინა მრევლის უკმაყოფილების მიზეზი. ქართლის კათალიკოსი უკიდურესად აღაშფოთა ადგილობრივი სამღვდელოების თვითნებურმა და უსამართლო ქმედებებმა,რის გამოც მან ისინი ფრიად მრავლისმეტყველი სიტყვით გაკიცხა: „იტყვის ხმაი საღმრთოი: უსასყიდლოდ მიგიღიეს,უსასყიდლოდ მისცემდით… უკეთუ მე უსასყიდლოდ მომიცემიეს,არცა თქუენგან ჯერ არს სყიდაი ლოცვათა ერისა მიმართ… ყოვლად უწესო არს აღებაი თქვენგანცა კურთხევისათვის ასისა დრამისა”…
შესაბამისად,დავა ანისის სამღვდელოებასა მრევლს შორის მრევლის სასარგებლოდ დასრულდა… – (ავტორი გენია.ჯი)