რას კრძალავდა ბაკურიანისძის წესდების ოცდამეოთხე მუხლი პეტრიწონის მონასტერში?
ბულგარეთში 1083 წელს ქართველი უფლისწულის – გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაარსებული – პეტრიწონის მონასტერი,რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა ბიზანტიის კეისარმა – ალექსი კომნენმა,თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან. (ავტორი გენია.ჯი) ამ უმნიშვნელოვანესი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მონუმენტის წესდება შედგენილი იქნა თავად გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ. საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული წესდების ოცდამეოთხე მუხლი კრძალავდა ბერძენი სასულიერო პირების მონასტერში მიღებას. წესდებაში ბერძენი სასულიერო პირები დახასიათებული იყვნენ,როგორც ცბიერნი,ჭირვეულნი და ანგარებისმოყვარულნი. მონასტრის დამაარსებლის მიერ შედგენილი წესდება გამოთქვამდა შიშს,რომ თუ ბერძნები მიღებული იქნებოდნენ მონასტერში,ისინი მიისაკუთრებდნენ მონასტრის ქონებას და შემდგომ ხელთ იგდებდნენ მონასტრის ხელმძღვანელობასაც. ამიტომაც კრძალავდა ასე სასტიკად ბაკურიანისძის წესდება ბერძენი სასულიერო პირების მონასტერში მიღებას. – (ავტორი გენია.ჯი)